"ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 50-ზე მეტი პირი, ასევე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას 19 ადამიანი - შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები უკანონოა"- ნინო ლომჯარია
გარდა იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ დაკავებულია და სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული 50-ზე მეტი პირის მიმართ, უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუდმივად აქვეყნებენ იმ მოსამართლეების და პროკურორების სიას, რომლებიც ჩართულები არიან პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაში.
„გარდა იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ დაკავებულია და სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული 50-ზე მეტი პირის მიმართ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს ერთგვაროვან ტენდენციას, რომ საპროცესო მოქმედებები ამ საქმეებში ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უკანონოა. განსაკუთრებით პრობლემატურია ჩხრეკა-ამოღების და ექსპერტიზის საკითხები.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში