მიხეილ ყაველაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების თაობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე უარს ამბობს
„ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი უარს ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს „აგენტების კანონი“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას...
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეტანილი სარჩელი ეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაძლო დარღვევას. სარჩელი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2024 წლის ივლისში შეიტანა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს