უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა სამი წლიდან ერთ წლამდე უმცირდებათ
„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა სამი წლის ნაცვლად, მხოლოდ ერთი წლით შეეძლებათ. გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სახელით ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყების დროს, უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის ვადით შეეძლოთ. ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე, 2023 წლის 24 თებერვალს, მთავრობამ მათ ქვეყანაში ყოფნის ვადა ორ წლამდე გაუხანგრძლივა, 2024 წლის 23 აპრილიდან კი ეს ვადა სამ წლამდე გაიზარდა.
ახალ დადგენილებაში, რომელიც 2025 წლის 2 აპრილით არის დათარიღებული, უკრაინელების საქართველოში ყოფნის წესები კვლავ ომამდე არსებულ მოცემულობას უბრუნდება.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამონაკლისი დაწესდება 2025 წლის 24 თებერვლამდე საქართველოში შემოსულ უკრაინელებზე:
„უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე“.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს