,,დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს"- ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება” მოიგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
„ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54 %, ვფიქრობთ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს