"ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„იმ ბიუროკრატების სახეს, რომლებიც დღეს ემუქრებიან საქართველოს, ემუქრებიან საქართველოს მთავრობას, მათ ანარეკლსა და რეალურ სახეს წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, რამდენიმე ათეული. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ დამარცხდნენ. ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს ინტერესები გამოიყენოს. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვინახავს და ძალიან მწარედ გვახსოვს 2008 წელი, როდესაც საქართველოს ინტერესების გამოყენება მოხდა – დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარისკაცები. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში მოხდა. უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"