,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარი არის მშვიდობა.
„რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს