"თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: „გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!“ - ამიტომ გადავდექი"- გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს
ჩემი [პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან] გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაპირდა, რომ პოლიტიკიდან სრულად და სამუდამოდ მიდიოდა, პროცესში სრულად შემოვიდა და პროცესი ისე მართა, რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა - რაღაც მომენტში ყველა გაქრა! როცა ბიძინასგან ზარი მიიღეთ, დაიმალეთ და გაქრით! ამის გამო მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე! - ასე ახსნა გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, ნიკა მელიას დაკავების საკითხს უკავშირდებოდა.
როგორც გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მის გადაწყვეტილებზე ზემოქმედება არავის მოუხდენია, გუნდი კი ბიძინა ივანიშვილმა შეაშინა.
“თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო! - თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! მე ამიტომ გადავდექი“, - განაცხადა გახარიამ.
მან უპასუხა კითხვას, რატომ არ დააკავა ნიკა მელია, თუკი შს მაშინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური დაკავებისთვის მზად იყო.
“თქვენ მელია დააკავეთ ისე და იმ ფორმით, რომ შემდეგ გაშვება მოგიწიათ - ნაცვლად იმისა, რომ მელია დღეს სასჯელს იხდიდეს, არის გარეთ! მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ახლა გარეთ კი არ იყოს, უნდა იყოს ციხეში. თუ მელია დაკავებული იქნებოდა ისე, როგორც ის მაშინ დააკავეს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ის გარეთ იქნებოდა. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო. ეს არის მთავარი!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"