"კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”
“პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის საკუთარი პარტიისთვის წინადადებებს აქვეყნებს.
„ჩემი წინადადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“
საქართველოს 2012 წლიდან მართავს კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც გადაიზარდა სუფთა რუსულ დიქტატურაში.
რუსებმა სპეცოპერაციის გზით ივანიშვილი მოიყვანეს ჩემს მოსაშორებლად, საქართველოს წარმატებული განვითარების შესაჩერებლად, ქართველი ხალხის მონობაში დასაბრუნებლად და ჩვენი მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითის დისკრედიტაციის მიზნით. იმის შემდეგ რუსული რეჟიმი ჰიბრიდულად მუშაობს ყველა ამ მიზნის მისაღწევად.
ფაქტი ჯიუტია – მათი მთავარი სამიზნე ვარ მე და არის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და მსოფლიო მასშტაბის წარმატების შემქმნელები. ისინი გეგმავენ პარტიის აკრძალვას და ჩემს განადგურებას.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს