"ცვლილებები, სამწუხაროდ, უკუღმა გაიგეს, თითქოს, ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა" - ალექსანდრე დარახველიძე
ცვლილებები, სამწუხაროდ, უკუღმა გაიგეს და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს, ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავხსენით ავღანეთთან და კიდევ 16 ქვეყანასთან, რაც მტკნარი სიცრუეა - არ ყოფილა არასდროს და არც იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძე განაცხადა.
მისი განმარტებით, მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 17 ქვეყნის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ და თუკი აქამდე მათ საქართველოში შემოსვლა ისეთი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შეეძლოთ, რომელთა მოქმედების ვადაც, პირობითად, 5 დღე გრძელდებოდა, ახლა მთავრობა 1-წლიან ვადას ითხოვს.
„2015 წლიდან მოქმედებს დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს 50 ქვეყნის ჩამონათვალს და ამ ქვეყნების ვიზით ან ბინადრობით, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, რომ შემოვიდეს საქართველოში, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, მოქმედების რა ვადა უნდა ჰქონოდა ან ვიზას ან ბინადრობას. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ 17 ქვეყანა და ეს სიაც დართული აქვს თან ამ დადგენილებას, რომელთა მოქალაქეებიც გამოირჩეოდნენ დარჩენის უკანონოდ შემთხვევებით. ასევე, თავშესაფრის მოთხოვნების მეოთხედი სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეებზე მოდიოდა. შესაბამისად, შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში და ამ 17 ქვეყნის მოქალაქეს, თუკი აქამდე შეეძლოთ რომ ქვეყანაში შემოსულიყვნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით ან ვიზით, ამ შემთხვევაში დაწესდა ჩამკეტი, რომ 1 წელი და მეტი უნდა იყოს ვიზის მოქმედება იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ. ამ დადგენილების მიღებამდე, 17 ქვეყნის მოქალაქეს შეძლო თუნდაც 5-დღიანი ბინადრობით შემოსულიყო ქვეყანაში და ჩვენ გავზარდეთ ეს ერთ წლამდე. აქ შეზღუდვის მიზანი იყო ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოირჩეოდნენ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის მაღალი მაჩვენებლით და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, სხვადასხვა კოლეგა უწყებებთან კონსულტაციის შედეგად, შეიზღუდა და დამატებითი მოთხოვნები დაუწესდათ. არავითარი უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებთან ჩვენ არ გაგვიხსნია, არც იგეგმება და არც ყოფილა არასდროს. პირიქით, თუკი აქამდე მარტივად შეეძლოთ პირობითად, 5-დღიანი ბინადრობით ან 10-დღიანი ვიზებით შემოსულიყვნენ ქვეყანაში, ახლა ეს 1 წლამდე გაიზარდა," - განაცხადა დარახველიძემ.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია