"მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარე ძალები საქართველოს მოქალაქეების ხელით ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩათრევას და საქართველოსგან მარიონეტის შექმნას.
მისი თქმით, 22 წლის თებერვალში, ოპოზიციური პარტიები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათ აყოლილი ზოგიერთი მოქალაქე იდგა აქციაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ომში გაეგზავნა მეომრები, რუსეთისთვის დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა.
„ამერიკის ადმინისტრაციამ თქვა, რომ ეს არის „პროქსი ომი“ – მარიონეტის ხელით წარმოებული ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასეთ მარიონეტი უნდოდათ ჩვენგან გაეკეთებინათ. ამას გვთხოვდნენ ჩვენ, ამიტომ უნდოდათ ჩავეთრიეთ ჩვენ ამ ომში, რათა ვყოფილიყავით „პროქსები“. ამის გამო აქციაზე იდგნენ საქართველოს მოქალაქეები. 2022 წლის თებერვალში, ოპოზიციური პარტიები, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათ აყოლილი ზოგიერთი მოქალაქე იდგა აქციაზე. რომელმა ქვეყანამ გააგზავნა მოხალისე? პარლამენტის წინ დადგნენ საქართველოს დროშის გარდა ყველა დროშაში გახვეული ხალხი და მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა. ამას ახსნა უნდა, რომ გვითრევდნენ ომში ჩვენი მოქალაქეების ხელით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო