"გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
„გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვის, რომელიც 20-ში მოხდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, გიორგი გახარიას მიერ აქციების ვიდეოკოლაჟზე საუბრისას განაცხადა, სადაც არ მოხვდა 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.
„გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში. გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვისა, რომელიც 20-ში მოხდა. როგორ შეიძლება საათობით პოლიციელები დააყენო ამ გააფთრებული ბრბოს წინაშე, რომლებიც ფიზიკურად უტევენ და შემდეგ პოლიციას მხოლოდ რამდენიმე საათის მერე მისცე საშუალება შესაბამისი ზომები მიიღოს, თანაც, ისეთი ბრუტალური ზომები, როდესაც ადამიანის დასახიჩრება ხდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს