რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, პროევროპელმა ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბიულეტენების 100%-ის შეჯამების შედეგად ნიკუშორ დანს ხმების 53,60% აქვს, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერ ჯორჯე სიმიონს - 46,40%.
პირველ ტურში, რომელიც 4 მაისს გაიმართა, სიმიონმა ხმების დაახლოებით 41%, დანზე თითქმის ორჯერ მეტი მიიღო.
18 მაისს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 64,72% იყო, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მეორე ტურში განსაკუთრებით იაქტიურა დიასპორამ, რომელმაც ნიკუშორ დანის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმა მისცა 1,4 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. პირველ ტურში მათი რიცხვი დაახლოებით 900 ათასი იყო. ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა 83 ქვეყანაში გახსნილ უბნებზე, ხოლო ჯორჯე სიმიონმა - 11-ში.
ნიკუშორ დანმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოლდოვაში მცხოვრებ რუმინეთის მოქალაქეებს. თუ პირველ ტურში დანმა მოლდოვაში ხმების 52,3% მიიღო, მეორე ტურში მხარდაჭერა 88% იყო.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია