"ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა ხუთი დღის განმავლობაში, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას" – ირაკლი კობახიძე
ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა ხუთი დღის განმავლობაში, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას – ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” და იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს დაკავებული აქციის მონაწილეების წერილის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს. თქვენ ხედავდით, როგორი ძალადობრივი იყო მაშინ ქმედებები, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, სახელმწიფო შენობებს. მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ეს ქმედება და ის, რომ რეალურად მაშინ გვერდში დაუდგნენ სწორედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა ხუთი დღის განმავლობაში, უკიდურესი ძალადობა, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” და იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროზე”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს