“ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, კონკრეტულ ბრალდებაზე განცხადებას არავინ აკეთებს, მათი მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან” - გია ვოლსკი
კანონი ჩვენ არ მოგვიგონია, რომლის მიხედვით, ადამიანს სასჯელი ეკუთვნის, თუ გირაოს არ გადაიხდის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მათი პოლიტიკური მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან.
„ეს კანონი ინტერესების შესაბამისად დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე მიღებული არ არის, კომისიას სხვა მიზანი აქვს, გამოავლინოს და სახელი დაარქვას იმ უბედურებას, რაც კონკრეტულმა ადამიანებმა და ყოფილმა ხელისუფლებამ გვაწვნია. ეს ადამიანები იმ უბედურების შემოქმედნი და ავტორები არიან, რომლებიც კომისიის სხდომაზე კითხვებზე პასუხის გასაცემად არ მოდიან. მათი პოლიტიკური მიზანია, კომისიის თემა გადაფარონ იმით, თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან. არცერთ მათგანს აზრად არ მოსვლია და განცხადებას კონკრეტულ ბრალდებაზე არ აკეთებს, რა ბრალს უყენებენ. რა უბედურებაზე, სისხლისღვრასა და წამებაზეა საუბარი, ამაზე ლაპარაკი არავის უნდა, ამბობენ, ოპონენტები იდევნებიანო. ორი გზიდან ეს გზა აირჩიეს, რათა პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ და პასუხი არ გასცენ იმ კითხვებს, რაც მძიმე სურათს აჩვენებს მათი წარსულიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი