“როგორც ჩანს, რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო ქვეყნის გარედან, რომ 26 მაისი დაპირისპირების დღედ აქციონ” – ბოჟაძე
“როგორც ჩანს, რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი დავალება მიიღო ქვეყნის გარედან, რომ 26 მაისი დაპირისპირების დღედ აქციონ,” – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
“ოპოზიცია ორგანიზებას უკეთებს რადიკალურ ჯგუფებს, მათ შორის, ჩამოჰყავთ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ 26 მაისს გარკვეულ დაპირისპირებას, თუმცა ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ 26 მაისს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მათ რადიკალიზმზე პასუხი იქნება მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ მივცეთ საშუალება მოაწყონ პროვოკაციები. თუ ვინმე შეეცდება კანონი დაარღვიოს, პასუხი იქნება კანონიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ბოჟაძემ.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში