"აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს" - სალომე ზურაბიშვილი
ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა.
მისივე თქმით, ხალხის განწყობები და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ წუთში ე.წ. მმართველი გუნდი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ხალხი, ასევე მაინტერესებს დღეს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს.
დღეს საღამოს 21:00 საათზე ჩემი განცხადება იქნება. თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები, რეაქციები და მოწოდებები, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში [რუსთაველის გამზირზე] იმიტომ, რომ ეს განწყობები და ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"