“მაკრონის პოზიცია განსხვავდება იმისგან, რაც ალბანეთის სამიტზე გამოხატა” - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 27 მაისს, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების - გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის - ლიდერების ერთობლივ განცხადებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელშიც გამოხატულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა და დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებმაც დემოკრატიის უკუსვლა გამოიწვია.
მისი შეფასებით, ერთია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს "ეტიკეტისა და პროტოკოლის" დაუცველობაა, ამასთან, კობახიძის თქმით, "ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო".
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში