“დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია”- მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან პარტია „ახალის“ წევრ, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას და შესაბამისად, არც სასამართლო სხდომაზე დასწრებას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ელჩების პოზიცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ: „დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას“.
„ასეთ საკითხებზე მარტივია პოზიციის გახმოვანება. დანაშაული არის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. მოვიდნენ კომისიის სხდომაზე და ვინმე ეუბნება არ მოსულხართო?! – პრიმიტიულ დონემდე დასული საკითხია, ქმედება და შესაბამისის იურიდიული კვალიფიკაცია. ამიტომ, აქ სადავოც არაფერი არ არის. რა უნდა თქვან მე არ მივუთითებ, დაველოდები მათ პოზიციას. იმიტომ რომ, თავის დროზე ხან შავი დღე გაგვითენდა, ხან რაღა უბედურება ხდებოდა, სინამდვილეში არაფერი ხდებოდა. იქიდან სააკაშვილი, აქედან მელია, გარეთ, შიგნით, ორი დავალების მიმღები ცდილობდა ამ ქვეყნის არევას. არ ავარევინებთ!“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
- მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- “დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ” - კახა კალაძე