“რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი აღარ აქვს, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა” - ირაკლი კობახიძე
რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი აღარ აქვს, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე, 3000 კაცის ფონზე ოპოზიციას რაიმე ღირებულის თქმა გაუჭირდა.
„გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მივიდოდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ცოტა უფრო ომახიანი ყოფილიყო ზურაბიშვილის გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა, არაფრის რესურსი არ აქვთ, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, არაფრის რესურსი აღარ აქვთ, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს