ამ გვერდის ამობედვა

“ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი განსხვავებული წერილი, პირველი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და ეორე შედგენილი იყო ტრამპის ადმინისტრაციაში, ეს აჩვენებს ორთაბრძოლას, რაც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის” - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არისგამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე - ღია წერილით.

 

კობახიძის თქმით, ორი დღის განმავლობაში აშშ-დან ორი განსხვავებული წერილი ვიხილეთ, პირველი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე შედგენილი იყო ტრამპის ადმინისტრაციაში, რაც აჩვენებს ორთაბრძოლას ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.

 

ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც "გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას" , ხოლო პრეზიდენტ ტრამპის წერილში ადრესატი საქართველოს ხელისუფლება და მიხეილ ყაველაშვილია, რომელშიც საუბარია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე.

 

კობახიძე თვლის, რომ ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც "ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის".

წაკითხვა 64 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2025