“მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი”- თეა წულიკიანი
,,ვახტანგ გომელაური თავისი საქმით, პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან არაერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი. ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა, როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად, დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს.
ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოთ მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქვე ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე
- შოკოლადის პუდინგი
- “შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე