“აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი” - კახა კალაძე
„ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია – აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საელჩოს განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, ივანიშვილი თავად უპასუხებს.
„მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ურთიერთობები, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს