“მელია როდესაც პატრულმა გარკვეული წესის დარღვევის გამო გააჩერა, შეურაცხყოფაზე გადასულა” - ირაკლი ზარქუა
“მელია როდესაც პატრულმა გარკვეული წესის დარღვევის გამო გააჩერა, შეურაცხყოფაზე გადასულა, სწორედ ამიტომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და არა გირაოს გამო, “- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მელიას საკითხზე ყველაფერი სასამართლოში გამოჩნდება.
„მას ჰქონდა ვადა, რომ დღეს 12:00 საათამდე უნდა გადაეხადა გირაო. ამის გამო კი არ დაუკავებიათ, არამედ როდესაც პატრულმა გარკვეული წესის დარღვევის გამო გააჩერა, ის შეურაცხყოფაზე გადასულა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თუ არ ვცდები დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე და იქ გამოჩნდება თეთრი და შავი. ვინმეს დაკავება რომ ნდომებოდათ, დილას დააკავებდნენ ან შუადღეს, საღამოს რაზე დაიჭერდნენ?! როგორც იკვეთება და განცხადებაშიც წავიკითხეთ, დააშავა ადმინისტრაციულად. არ გამოვრიცხავ, რომ მელია, რომელიც ძალადობისკენ არის მიდრეკილი და არაერთხელ არის ამ თემაზე დაკავებული თავის დროზე, იმავეს ჩაიდენდა. აგერ არის სასამართლო და იმსჯელებენ“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
სიახლეები
- 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა
- “პოლიტიკაში არ არის ისეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და აგენტები არიან” - კახა კალაძე
- შოკოლადის პუდინგი
- “შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და, როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ” - თეა წულუკიანი პაატა ბურჭულაძეზე