“ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
“ნიკა მელიამ საკუთარ თავს გარკვეული დატვირთვა მოუძებნა, რომ სახელმწიფოს გამოწვევები მოუწყოს – ერთ შემთხვევაში, ელექტრონული სამაჯური მოიხსნას და ისროლოს, ხოლო მეორე შემთხვევაში – მოსამართლეს წყალი შეასხას, რაც კანონდარღვევაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება.
“რაც შეეხება მის მცდელობას, აღნიშნული დანაშაულები პოლიტიკურ დევნად გაყიდოს, სტრასბურგის სასამართლომ ერთ შემთხვევაში დაადასტურა, რომ ის სამართლიანად იყო ბრალდებული და როცა კიდევ დააშავებს, მას არავინ გაამართლებს, მათ შორის არც სტრასბურგის სასამართლო“, – აღნიშნა წილოსანმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს