“ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს; ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“ - ზარქუა ოპოზიციაზე
“რა უნდა ვთქვა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით? რასაც ვისმენთ, ამას ხომ გეუბნებოდით: უპრინციპოები, უთავმოყვარეოები, მრავალნაირი სტანდარტის მქონენი – ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
აღნიშნულით ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
“დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას. ამათ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ამას ხომ გიყვებოდით? 2020-ში თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. ამათ პრინციპი არ აქვთ – რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თავიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, წინააღმდეგობის პლატფორმას და სიგიჟეებს იგონებდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ საერთოდ რომ არ გაქრნენ ისე, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ გაქრა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხაზი გადაუსვან ყველა აქამდე ნათქვამ არგუმენტს და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. ეს ხელმოცარული დიპლომატი, სამადაშვილს ვგულისხმობ, ხომ იცით რატომ ვეძახი? ევროკავშირში წლების განმავლობაში რომ იყო ელჩი, როცა რუსეთი თავს დაგვესხა და ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ქალი მერე აქ მორალს გვიკითხავდა. იგივე მისი ამორალური მორალის გაგრძელებაა, რომ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი – რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? – საერთოდ რომ არ გაქრეთ? დაგიკვეთეს თქვენმა პატრონებმა? – ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ და ასე იქნებით, სანამ უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებით თქვენც, დანარჩენებიც, გახარიაც, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ თვითმარქვია პრეზიდენტიც. ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს