“ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება” - კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტზე
ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან, – თბილისის მერმა მედიასთან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.
„ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოაგდოებაში უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წამრმოადგემნლებს მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნება ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები, საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფწერი და ისეთ ეცვროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე. და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- “მე შემეძლო არ გადამეხადა გირაო, მაგრამ გადავიხადე იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიწელოს და კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი” - მამუკა ხაზარაძე
- სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა
- ლარის კურსი
- “საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება, თუ ცალკე” - გიორგი ვოლსკი