‘ოფისში სულ კამათი გვაქვს, მაგალითად, ესენი მოსყიდულები არიან თუ შტერები, გვარამიასთან დაკავშირებით ეს კითხვა არ არსებობს, მას არ ვიცნობთ როგორც შტერს და არსებობს კონკრეტული შეკითხვა, საიდან ფული?” - იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ოფისში მუდმივი კამათი აქვთ, მაგალითად იმაზე, ისინი მოსყიდულები არიან თუ სულელები.
როგორც ხვიჩიამ „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ნიკა გვარამიას სულელად არ მიიჩნევენ და საინტერესოა ამდენი ფული საიდან აქვს, რაც შეეხება „ლელოს“, მისი თქმით, პარტიაში შეხედულებები ორად იყოფა, თუმცა პირადად მას მიაჩნია, რომ ამდენი სისულელის გაკეთება შეუძლებელია და იქ რაღაც სხვა შეთანხმებაა.
„ოფისში შიგნით სულ კამათი გვაქვს, მაგალითად: ესენი მოსყიდულები არიან თუ შტერები არიან. მაგრამ, გვარამიასთან დაკავშირებით ეს კითხვა არ არსებობს, რადგან გვარამიას ჩვენ არ ვიცნობთ როგორც შტერს და ამავდროულად, არსებობს კონკრეტული შეკითხვა – საიდან ფული, საიდან ათეულობით მილიონი საარჩევნოდ? შესაბამისად, მთავარ შეკითხვაზე – ფული საიდან? პასუხი არ არსებობს, მე ნებისმიერ ვარაუდის უფლება მაქვს, რადგან 9 წელია ამ ქვეყანაში ვარ და ზუსტად ვიცი, რომ „ქოცების“ ლოცვა-კურთხევის გარეშე აქ ქვეყანაში ამხელა ფულზე ლაპარაკი უბრალოდ არ არის. „ლელოსთან“ დაკავშირებით გაორებული შეხედულება გვაქვს. პარტიაში აზრი იყოფა, ზოგი მიიჩნევს, რომ სულელები არიან, ზოგი მიიჩნევს, რომ მოსყიდულები არიან. მე მივიჩნევ, რომ ამდენი სისულელე შეუძლებელია – იქ სხვა ტიპის გარიგება არსებობს, თუმცა სანდრო არ მეთანხმება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე