“რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა შესაძლებლობა ვერ გამოიყენა” - ირაკლი ზარქუა
,,რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გზავნილი, რომ მზად არის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს – ძალაშია.
„საელჩოს განცხადება წავიკითხეთ, რომ დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, მას შეეძლო, რომ დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო