“კოტე იოსელიანის გატაცების მიზანი თინა ბოკუჩავაზე ზემოქმედების მოხდენა იყო” - წითლაძე
"სანამ თინამ განცხადება არ გააკეთა მანამდე არ დავწერე.
ცხადია ვიცოდით რაც მოხდა.
ჩვენ, ყველას, ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს თუ ლიდერს გაცნობიერებული გვაქვს რომ 13 წელია რუსულ რეჟიმს ვებრძვით და საფრთხის ქვეშ არიან ჩვენს ირგვლივ ყველა, მათ შორის პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები.
მაგრამ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა! ამიტომაც ვერ შეგვაშინებს რეჟიმი ვერასოდეს.
კოტეს გატაცების მიზანი თინაზე ზემოქმედების მოხდენა იყო.
თინა ვერ იყიდეს, ვერ დაიჭირეს, ვერ გადაიბირეს, ვერ გატეხეს - მათ შორის ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე.
ივანიშვილი ალბათ ელოდა რომ გუშინდელი ფაქტის, ქმრის გატაცებისა და შვილებზე მუქარის შემდეგ - თინას შეეშინდებოდა, უკან დაიხევდა და გადადგებოდა.
ვერ მივართვით!
თინა ბოკუჩავა - როგორც 13 წელი ვიარეთ, მტკიცედ და მედგრად, ასე ვივლით ერთად რეჟიმის ჩამოშლამდე!"
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია