მთავრობის თანხმობა დასჭირდება ქართველებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასაც
პარლამენტი კიდევ უფრო ამკაცრებს „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონპროექტით, რომლის მიღებასაც გეგმავს, ტექნიკური დახმარებისთვის, საექსპერტო დახმარებისა თუ ცოდნის გაზიარებისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.
კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთ კვირაში მიღებაა შესაძლებელი.
„კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის შესახებ ჩანაწერი. შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად“, - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე კენჭიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მანვე დამატებით აღნიშნა, რომ „ასევე ზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტები: მკაფიოდ აქაც მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება იქნეს მიჩნეული გრანტად“.
კიდევ ერთხელ გამკაცრება კანონისა, რომელიც საქართველოში ზღუდავს დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჭეიშვილმა „ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვით“ ახსნა.
ამავე მიზეზით დაახლოებით ერთი თვის წინ სადავო პარლამენტმა „გრანტების კანონში“ შეიტანა ცვლილება, რომლითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე