“ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება” - შალვა პაპუაშვილი
არჩევნების ვარგისიანობის პრობლემა კი არ გვქონდა, სინამდვილეში, გვქონდა უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფებისა და თვითონ უცხოელების მცდელობა არჩევნების აყირავების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც „ცდილობდა არჩევნების აყირავებას“, იყო უცხოეთიდან დაფინანსებული.
„აყირავებას ვებრძოდით მთელი ეს პერიოდი. ISFED-ის პივიტი, გამოგონილი თემები პირადობის მოწმობებზე და 300 000 ადამიანზე – ყველა, თითოეული ეს ორგანიზაცია დაფინანსებული იყო უცხოეთიდან და მოქმედებდა უცხოური კარნახით.
ეს არის ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს ჩვენს არჩევნებს – მცდელობა გარედან, რომ ააყირაონ არჩევნები და საკუთარი გემოვნებით დააკომპლექტონ საქართველოს ხელისუფლება. რა ვქნათ ახლა, ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ, რომ გვინდა ეს დამოუკიდებლობა, გვინდა, რომ ჩვენს თავს ვეყუდნეთ და ბოდიში მოგვითხოვია ზოგიერთ ელჩთან თუ უცხოელთან, თუ მათ კარნახზე არ დადის ქართველი ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს