ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა.
ახალი მოადგილე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.
გიორგი ცხაკაია სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს განათლების სამინისტროში , ს.ს. „საქართველოს ბანკში".
დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართლის ფაკულტეტი, ბაკალავრი) და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი(სამართლის მაგისტრი).
გიორგი ცხაკაია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია