“ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, მერე შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში, ოღონდ ჯერ ეზოში დერეფანს მოაწყობდნენ, სადაც 40 ადამიანი იდგა ხელკეტებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა” - დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე
“ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და გვცემეს, მერე შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში, ოღონდ ჯერ ეზოში დერეფანს მოაწყობდნენ სახელდახელოდ, ხომ მიგვათრევდნენ, გვირტყამდნენ, თან სახეში გვაფურთხებდნენ და შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ, მერე ამ დერეფანში შეგვაგდებდნენ, სადაც ალბათ 40 ადამიანი იდგა ხელკეტებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა, ერთგვარი შეჯიბრება ჰქონდათ, ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა, ვინ უფრო დაუნდობელი იყო”, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მან დაწვრილებით გაიხსენა აქციაზე დაკავებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების და სასტიკი მოპყრობის ფაქტები, რომელიც, ცაგურიას თქმით, არამარტო დიღმის პოლიციის სამმართველოს შენობაში, არამედ იქვე, მდებარე სააპელაციო სასამართლოს შენობაშიც განხორციელდა.
“ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ, რომ ეს გინება არ არის, საზიზღრობა, ადამიანი რომ ვერ მოიფიქრებს, რომ ასეთი უბედურება შეიძლება პირიდან გამოუშვას. ხელები რომ მქონდა ამობრუნებული, მოდიოდნენ და სახეში მაფურთხებდნენ. დერეფანი ხომ გაგვატარეს, მერე აგვიყვანეს სამმართველოს ფოიეში, იქ უკვე ადგილი აღარ იყო, ფეხით დადიოდნენ ჩვენზე ზემოდან, ბეისბოლის ხელკეტებით და არმატურებით, ზემოდან გვცემდნენ. იქ ხომ სააპელაციო სასამართლოა გვერდზე, ნაწილი მანდ შეიყვანეს და ზუსტად იგივე: სასამართლოს შენობაში, ჩემი მეგობრები ისეთ დღეში ჩააგდეს, ტყავი დაუხიეს, დაგლიჯეს, დაასისხლიანეს და ძვლები დაულეწეს – სააპელაციო სასამართლოს შენობაში, ახლა რომ გრძელი ენა აქვთ და რაღაცები არ მოსწონთ. ძირს დაყრილებზე ზემოდან დადიოდნენ და გვირტყამდნენ”, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე