“ოპოზიციონერების მხრიდან გირაოს გადაუხდელობაზე: ეს იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენო” - ზარქუა
“გადაეხადათ ის ჯარიმა და არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება. ყველა ირჩევს თავის მომავალს, თავის გადაწყვეტილებას. ახლა [სურთ], დააბრალონ ვინმეს იმისთვის, რომ სურათი დახატონ, თითქოს აქ პოლიტპატიმრებს იჭერენ,” – ამის შესახებ ოპოზიციის წევრებზე საუბრისას მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
საუბარია ოპოზიციონერ ლიდერებზე, რომლებმაც, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადეს და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალათ.
“სავარაუდოდ, ამისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ ქალბატონი რაისა გამოვიდეს და თავისი რუსული აქცენტით თქვას, რომ საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ.
სინამდვილეში, გადაიხადე, შე დალოცვილო – როგორც ვაშაძემ, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაიხადა და გარეთ იქნები. მაგრამ, როცა შენ სასამართლოს პატივს არ სცემ, აბუჩად იგდებ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და, შესაბამისად, ყველას მიეზღვება სამართლიანად,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს