“მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც ალიბს უცხოური ჩარევისთვის” - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც ალიბს უცხოური ჩარევისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს უნდა, რომ საქართველოს მთავრობა მოიშოროს და ამისთვის ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს.
„შევხედოთ, რას აკეთებს ევროპარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 იანვარს მან პოლიციელს სილა გააწნა. მე ვფიქრობ, რომ აქ რასაც ვხედავთ, არის ევროკავშირის შეპყრობილობა საქართველოს მიმართ და ბრიუსელის ზიზღი ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტისადმი. მკაფიოდ ვთქვათ: რაც ევროკავშირს უნდა, ეს არის მოიშოროს საქართველოს მთავრობა, გადააყირავოს ისინი და ამისთვის ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ვნახეთ განმეორებითი ჩარევა – ჩარევის მსგავსი, რომელსაც ქართველები 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ინტერესების მიერ ფინანსდებიან და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი საქართველოს დესტაბილიზაციაა. არასამთავრობო ორგანიზაციებს არასდროს დაუმალავთ მთავრობის დესტაბილიზაციის სურვილი. 1994 წლიდან ვხედავთ ამ უზარმაზარ დაფინანსებას, რომელიც ჩადებულია მებრძოლ სტრუქტურებში ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების ნიღბის ქვეშ. ამან შეასუსტა ამ ქვეყნის ინსტიტუტები. ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია