“ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” - კახა კალაძე
„თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან, ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს, მით უმეტეს პოლიტიკოსს, რომელიც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია.
„ყველამ კარგად ვიცით, რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. მათ ჩვეულებრივ კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. არ გამოცხადების შემთხვევაში იცით, ასეთ ფაქტებს რა ნაბიჯები მოჰყვება. ეს ყველაფერი კანონშია გაწერილი. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება კანონდარღვევის წამახალისებელი. პირიქით, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს. ხოლო თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე, ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ჩვენ, ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკავებენ ოპოზიციონერებს მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებენ, კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას აღიარებენ, რადგან მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის აღიარებული.
„პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ასეა – ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის. მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით, რომ ისინი გარედან იმართებიან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რას ფიქრობენ და რას აღიარებენ ისინი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს