,,გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა: თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა"- ირაკლი კობახიძე
გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, მთელი ოპოზიცია, მათ შორის, მისი პოლიტიკური პარტიაც და თვითონ გახარიაც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას და მის გეგმებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ ოპოზიცია და, მათ შორის, გახარია მსგავს მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით.
„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან – არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან – არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია და მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს,”- განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია