“მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო” - ეკა ხერხეულიძე
მიხეილ სააკაშვილი საერთოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა საკუთარი ფეხით ციხეში ჩასაჯდომად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა რუსეთში არ წასულიყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ, გადაცემაში “პოზიცია-LIVE” განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, ყველა აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და როგორი ვაჟკაცები არიან ისინი, ხოლო ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა აირჩია ჯოჯოხეთური გზა, სამი დღე და ღამე იმგზავრა ტრაილერში ჩაკეტილმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და ისე წავიდა ციხეში.
“კიდევ გეუბნები, ის არ არის ჩემი ოჯახის წევრი, მე მინდა სწორი შეფასება, იმიტომ რომ გამოსავალი მალე ვიპოვო, ამ ქვეყანამ იპოვოს მალე. მიშა სააკაშვილი, ჯერ ერთი არ არის ადამიანი, რომელთანაც ისე ახლოს იქნები, მეგობრული თვალსაზრისით გეუბნები, საჭირბოროტო, საყოველთაო საკითხებს შენს სასარგებლოდ გადაწყვიტოს. არ აინტერესებს ამ ადამიანს, მასში ეს ხიბლი არ არის. მას ჰყავს საქმის პარტნიორები ქვეყნის შენების გზაზე, აკეთებს საქმეს, ხარ მისი მოკავშირე, ხარ მისი მეგობარი. დაუშავებ ამ საქმეს რამეს, საერთოდ დაავიწყდება ოდესმე თუ გიცნობდა. თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილს იცნობს, მისი ფსიქოტიპი არის ასეთი. ამიტომ, მე რამე პერსონალური არ გამაჩნია, კიდევ გეუბნებით, ყველა აღნიშნავს, რომ: “ეს ადამიანები საკუთარი ფეხით წავიდნენ ციხეში და რა ვაჟკაცები არიან”. იმან [მიხეილ სააკაშვილმა] რა გზა გამოიარა?! – ტრაილერში ჩაკეტილი სამი დღე და ღამე. ტრაილერით შემოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, როდესაც წამოვიდა იყო იმ დიდი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი. აირჩია ეს ჯოჯოხეთური გზა, შემოვიდა ქვეყანაში და რა იყო ეს ქვეყანა, ან უშველიდა ამ ქვეყანას და გადაარჩენდა გაუარესებისგან, ან მოხვდებოდა ციხეში, ან მოკლავდნენ. მოხვდა ციხეში, საკუთარი ნებით გაიარა ეს გზა, ესეც კი გვემეტება ვთქვათ, რომ თითქოს ექსტრადირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის ამ ხელისუფლებას გადმოსცა თითქოს რომელიმე ქვეყანამ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს