“ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა” - შალვა პაპუაშვილი
,,ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია თავდასხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვხედავთ, რომ არის მათი ჩაშლის მცდელობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა.
„რაც შეეხება არჩევნებს, ვხედავთ, მათი ჩაშლის მცდელობებს. ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან იყო მცდელობა, დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ ჩაეშალათ არჩევნები. ასევე, არის ორგანიზაციები, რომელთა განცხადებებს ვხედავდით საბოტაჟთან დაკავშირებით. ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ნინო ლომჯარის „ენჯეოს“, „საფარს“, ბაია პატარაიას „ენჯეოს“. ისინი პირდაპირ, საჯაროდ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების. შეგახსენებთ, ეს ორგანიზაციები ევროკავშირის საელჩოსგან ფინანსდებიან. ასე რომ, ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს“, – აცხადებს პაპუაშვილი.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში