“გიჟების დოღია – რა უნდა ილაპარაკო? “ - ირაკლი ზარქუა არჩევნების ლოტოტრონით ჩატარების იდეაზე
,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა, პოლიტიკოს მურმან დუმბაძის იდეას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების ლოტოტრონით ჩატარებას გულისხმობს.
“ის სად წავიდა, ბურჭულაძე? გადაიფიქრა მობილურით რომ არჩევნებს გვიტარებს სტადიონზე?! ოღონდ უნდა დავუქირაოთ, ჩვენ, ფულს ვაგროვებთ ახლა, რომ პაიჭაძის სტადიონი დავუქირაოთ, მობილურების დამტენებიც, ვიღაცას შეიძლება გამოერთოს და ვერ მიიღოს მონაწილეობა.
ახლა გამოუჩნდა კონკურენტი – მე-10 მე-11 კლასელები დავასაქმოთო, მე მგონი მე-12-ც დაამატა, დავასაქმოთო, ლოტოტრონიო. გიჟების დოღია. აქ რა უნდა ილაპარაკო, სერიოზულად რა უნდა უთხრა?!“ – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, მურმან დუმბაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა: ,,ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ჩავატარებინოთ არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასელ ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით, მშვენივრად ჩაატარებენ“.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში