“რაციონალური მგონია, “ლელო” მისულიყო ფულით “ნაცებთან” და ნუ მაგინებთო, ეთქვა, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ სიწუწკემ სძლია და ცოტა შესთავაზა” – ხვიჩია
“რაციონალური მგონია, რომ “ლელო” მისულიყო ფულით “ნაცებთან” და ნუ მაგინებთო ეთქვა, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ სიწუწკემ სძლია და ცოტა შესთავაზა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.
ის ეხმაურება საკითხს – შესთავაზა თუ არა “ლელომ” “ნაციონალურ მოძრაობას” ფული ნაკლები კრიტიკისთვის?
“არადა, სამშობლო ძვირი ღირს, მოგეხსენებათ და, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, არ გამოუვიდა “ლელოს” “ნაცების” ამ ფასად გადაბირება. ის, რომ “ნაცებთან” ვიღაც მივიდა ფულით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და გასაგებია, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ იმდენად ცოტა შესთავაზა, “ნაცები” ვერ დაითანხმა. მესმის, რომ იაფად ეს საქმე არ გამოვიდოდა და, როგორც ჩანს, “ლელოს” ცოტა ჰქონდა ბიუჯეტში გაწერილი”, – ამბობს ხვიჩია.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს