აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. მას საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ალიონა ჩხოტუამ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ძიგუა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2024 წლიდან იკავებდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს