ამ გვერდის ამობედვა

“ღმერთმა დაიფაროს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს, თორემ პირველი სალომეს მიადგებიან პრეტენზიით, აქამდე რატომ გვატყუებდი და გვაცდენდიო” – ხვიჩია

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოყალიბებული ტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთდროულად თქვა ორი რაღაც, ერთი – რა დროს არჩევნებია და მეორე – რა დროს ბოიკოტია“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნულით ის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

 

“მე ვერ გავიგე, რა დარჩა, ანუ, რა არის ის, რასაც მხარს უჭერს ქალბატონი სალომე. ღმერთმა დაიფაროს ქალბატონი სალომე, რომ ოპოზიცია გონს მოეგოს, თორემ პირველი სალომეს მიადგებიან პრეტენზიით, აქამდე რატომ გვატყუებდი და გვაცდენდიო. მაგრამ ქალბატონი სალომესთვის გასახარად, არაფერი ეტყობათ გონზე მომსვლელების“, – განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 436 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2025