“გახარია-ხაზარაძის გაერთიანება ვერაფერს შეცვლის, რადგან „ნაცმოძრაობის“ ოთხივე ფილიალი თავიდან ბოლომდე უცხოურ ძალებზე და მათ ნარატივზეა აწყობილი” – მაჭარაშვილი
“გახარია-ხაზარაძის გაერთიანება ვერაფერს შეცვლის, რადგან „ნაცმოძრაობის“ ოთხივე ფილიალი თავიდან ბოლომდე უცხოურ ძალებზე და მათ ნარატივზეა აწყობილი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ ოთხივე ფილიალი არ გამოდის ქვეყნის ინტერესებიდან”.
” ბუნებრივია, ამიტომაც აქვთ კამათი, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. კარგად იციან, რომ მათი რეიტინგები იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა წელს იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ ქორწინება-განქორწინებას, ეს მათი სერიალის ერთ-ერთი სეზონია. გახარია „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში დღემდეა, რაც არაერთხელ წამოაძახეს. ახლა ხაზარაძესთან თუ შევა პოლიტიკურ ქორწინებაში, ამაზე პასუხი საზოგადოებას ექნება. მათი პოლიტიკური დაქორწინების მცდელობა 2024 წლის არჩევნების წინ ვნახეთ და პაემნები ისე ჩაიშალა, რომ პოლიტიკური ქორწინება ვერ შედგა. ეს გაერთიანება ვერაფერს შეცვლის, რადგან ოთხივე ფილიალი თავიდან ბოლომდე უცხოურ ძალებზე და მათ ნარატივზეა აწყობილი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე