“ლელოს” უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ” - ლანა გალდავა
“ლელოს” უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაჭრით ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში”,- ამის შესახებ პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა აცხადებს.
მისივე თქმით, ,,ლელო” ყველა ოპოზიციური კოალიციის, პოლიტიკური პარტიის ბრძოლის სტრატეგიას პატივს სცემს.
,,ჩვენ ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ ვიქნებით, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური კოალიციის, პოლიტიკური პარტიის ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას და ხაზს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო არის აქტიური ბრძოლა, აქტიურ ბრძოლაში ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტად მივიჩნევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა გალდავამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს