“როცა ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები” - მამუკა მდინარაძე ნარკოპოლიტიკაზე
“ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და შსს-ს ქმედებები ამაზე მიანიშნებს. რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიცავთ ამ გზით ჩვენი მომავალი თაობა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE” განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები და ყველა მოქალაქე, ვისაც მომავალი თაობების ბედი ადარდებს გვერდით უნდა დაუდგეს ხელისუფლებას და არა პოლიციელებს ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწიონ და დედა აგინონ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.
„ როდესაც გეუბნებიან ყველა მონაცემზე დაყრდნობით, რომ შენს ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები, ეს მხოლოდ დარწმუნებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და პიარ კამპანიებით ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, ამაში უნდა ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველა მოქალაქე უნდა დაგვიდგეს გვერდით ვისაც მომავალი თაობების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ბედი აინტერესებს. თუ კი ვინმეს ეს აწუხებს გვერდით უნდა დაგვიდგეს და არა პოლიციელებს ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწიოს, დედა კი არ უნდა აგინონ და სცენები კი არ უნდა დაუდგან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. მომხმარებელი შეიძლება იყოს ჩვენი მომხრეც და სხვა პარტიის მომხრეც და ამ ბოლო დროს იცით, როგორ გამოდის? ვიღაც პოლიციის და ხელისუფლების მიმართ თუ არ არის განწყობილი ანტაგონისტურად ის აბარებს ანალიზებს, მიჰყვება, თავს რაღაცნაირად ისჯის „მარტივად“ და შენ თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ და აქციებზე დადიხარ როგორ გაკადრეს და როგორ გითხრეს, რომ წადი ახლა და ცნობა მოიტანე ნარკოლოგიურიდან შემთხვევით ზემოქმედების ქვეშ ხომ არ ხარო. თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების გადაჰყავთ? ეს ვინმეს სჯერა? გააპროტესტა 25-მა კაცმა, გადაიყვანეს 2 500 დანარჩენი აქტივისტები იყვნენ და არ გააპროტესტეს? არ გააპროტესტეს კი არა იგონებენ ამბებს და რეალურ ამბავს ვინ გამოტოვებდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი