“კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა” - შალვა პაპუაშვილი
,,კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პოსტს ,,იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადების ვიდეოს ურთავს.
,,რა არის “ოჯახური ღირებულებების” შესახებ ქართული კანონის არსი:
▪️კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. სქესი ბიოლოგიური მოცემულობაა და არა ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ კაცს და ქალს შორის ქორწინებას.
▪️პირადობის მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ბიოლოგიური სქესი, და არა პირის ფანტაზიის ნაყოფი.
▪️არ დაიშვება ბაღებში, სკოლებში, მასმედიით ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა.
რატომ მოითხოვს ბრიუსელი “ოჯახური ღირებულებების” შესახებ კანონის სრულად გაუქმებას:
▪️კაცს უნდა შეეძლოს გახდეს ქალი და ქალს უნდა შეეძლოს გახდეს კაცი. სქესი არა ბიოლოგიური მოცემულობით, არამედ ადამიანის სურვილით უნდა იყოს.
▪️სახელმწიფომ უნდა დაუშვას კაცს და კაცს, ქალს და ქალს შორის ქორწინება.
▪️პირადობის მოწმობაში უნდა მიეთითოს ის სქესი, რომელსაც ადამიანი მოისურვებს.
▪️დაშვებული უნდა იყოს ბაღებში, სკოლებში, მასმედიაში ლგბტ და ინცესტის პროპაგანდა”,- წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში