"როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო" - მამუკა მდინარაძე
შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ფეისბუქზე“ წერს, რითაც ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".
მდინარაძის თქმით, აღნიშნული განცხადება დღეს დაანონსებულ აქციას „საოცრად დაემთხვა“.
"შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ.
ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო? 1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ქონდა. “დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და “სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს; 2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს; 3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგოც უკრაინა - ღია ომში; 4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს “ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.
აი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც - პოზიტიური და მხარდამჭერი.
მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!
პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტიურად ჩავარდნილი იყო და მის “დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება”,- წერს მდინარაძე.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს