ამ გვერდის ამობედვა

"ჰერჩინსკიმ "უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა - თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, ეს ძალადობა სამართლიანია, ხოლო დასჯა, უსამართლო" - პაპუაშვილი

გუ­შინ, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ „უსა­მარ­თლოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა" მო­ი­თხო­ვა - თუ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით ძა­ლა­დობ, მა­შინ შენი ძა­ლა­დო­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლი ანუ სა­მარ­თლი­ა­ნია, ხოლო შენი დას­ჯა - უსა­მარ­თლო,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, რი­თაც ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, ჰერ­ჩინ­სკი ძა­ლა­დო­ბას ამარ­თლებს.

 

"გუ­შინ, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ „უსა­მარ­თლოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა" მო­ი­თხო­ვა.

 

ერთი რამე უნდა გვეს­მო­დეს. რო­დე­საც პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის მსრო­ლელ­ზე, პი­რო­ტექ­ნი­კის დამ­მიზ­ნე­ბელ­ზე, პო­ლი­ცი­ელ­ზე წიხ­ლე­ბით შემ­დგომ­ზე ამ­ბობს, რომ უსა­მარ­თლო­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ის იმას კი არ ამ­ბობს, რომ მო­ლო­ტო­ვი არ უს­ვრია ერთს ან წიხ­ლით პო­ლი­ცი­ელ­ზე არ შემ­დგა­რა მე­ო­რე. ის და­კა­ვე­ბას უსა­მარ­თლოს იმი­ტომ უწო­დებს, რომ ის ამ ძა­ლა­დო­ბას ამარ­თლებს - კი, მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი სას­რო­ლი იყო და იმი­ტომ ეს­რო­ლა; კი, წიხ­ლე­ბით შე­სად­გო­მი იყო და შედ­გა კი­დეც; კი, პი­რო­ტექ­ნი­კაც უნდა ეს­რო­ლა და ჯობ­და უკეთ და­ე­მიზ­ნე­ბი­ნა - ესაა, რო­გორც ჩანს, მისი სათ­ქმე­ლი.

 

ამი­ტო­მაც არის, რომ ვერ ნა­ხავთ მის ვერც ერთ, ხაზს ვუს­ვამ, ვერც ერთ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან ეს ქუ­ჩის ძა­ლა­დო­ბა დაგ­მო. არა­და, თით­ქოს, რა უდ­გას წინ იმის თქმას, რომ ადა­მი­ა­ნის ცო­ცხლად დაწ­ვის მცდე­ლო­ბა, ელ­ჩის ლექ­სი­კით­ვე რომ ვთქვათ, ამაზ­რზე­ნია. მაგ­რამ არა, არც ერთი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სი­ტყვაც კი. ამ პოს­ტის შემ­დე­გაც, არა.

 

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თავ­და­ყი­რა და­ყე­ნე­ბა, უცხო­ელ პო­ლი­ტი­კოს­თა თუ დიპ­ლო­მატ­თა რი­ტო­რი­კა­ში, სამ­წუ­ხა­რო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ დარ­ღვე­ვის სა­ზო­მად იქცა თავ­დამ­სხმე­ლი და არა მსხვერ­პლი. თქვი, რომ ხარ "პრო­ევ­რო­პე­ლი" და მა­შინ მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლიც და წიხ­ლიც ლე­გი­ტი­მუ­რი ბრძო­ლის ია­რა­ღია. თქვი, რომ შენი მი­ზა­ნი "დი­ა­დია" და მა­შინ შენი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლია (რო­გორ გინ­და, აქაც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ გა­იხ­სე­ნო).

 

ეს არის, სი­ნამ­დვი­ლე­ში, რას­თა­ნაც გვაქვს საქ­მე. თუ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით ძა­ლა­დობ, მა­შინ შენი ძა­ლა­დო­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლი ანუ სა­მარ­თლი­ა­ნია, ხოლო შენი დას­ჯა - უსა­მარ­თლო. ეს ჯერ კი­დევ მა­შინ თქვეს, რო­დე­საც ბრი­უ­სელ­მა "მე ვის­რო­ლე" კამ­პა­ნია და­ა­ფი­ნან­სა და დღი­სით, მზი­სით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბით და დიპ­ლო­მა­ტე­ბით, ლა­მის ეროვ­ნულ გმი­რად გა­მოგ­ვი­ცხა­დეს მო­ძა­ლა­დე, რო­მე­ლიც მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლით ადა­მი­ა­ნის ცო­ცხლად დაწ­ვას ცდი­ლობ­და. გი­ნა­ხავთ სად­მე ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის სი­ნა­ნუ­ლი ამა­ზე? არა. ამა­სო­ბა­ში კი, ხალ­ხში უკვე გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი - "პრო­ევ­რო­პუ­ლი ძა­ლა­დო­ბა" და ამ ვი­თა­რე­ბის ყუ­რე­ბა, მარ­თლაც გულ­სატ­კე­ნია.

 

P.S. და აქვე სტან­დარ­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავ­დას­ხმა, ეს არის ლე­გი­ტი­მუ­რი კრი­ტი­კა, რო­მელ­საც თვით­რეფ­ლექ­სია და პა­სუ­ხი სჭირ­დე­ბა“,- წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

წაკითხვა 454 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 19 2025