“ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: მის პოზიციას პატივს ვცემ – სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ის ცდილობს დაძაბულობის კერაზე ზემოდან ნავთი არ დაასხას” - თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება გადაცემა „იმედი LIVE“-ში შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ამ პოზიციას პატივს სცემს.
„სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ის ცდილობს, რომ როდესაც არის დაძაბულობის კერა, ამ კერაზე ზემოდან ნავთი კი არ დაასხას, შეეცადოს რომ დაძაბულობა გაიფანტოს. მე პატივს ვცემ მის ამ პოზიციას, ჩემთვის გასაგებიცაა და მისი როლი, ასეთიც უნდა იყოს. გამოეხმაურება თ არა მეორე მხარის რომელიმე წარმომადგენელი ამას, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ეს შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
4 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.
სიახლეები
- ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
- ,,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დავუწესოთ" - დონალდ ტრამპი
- უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
- მასკმა 2022 წელს უკრაინის შეტევის დროს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა